---
title: "მუხლი 22. სახელმწიფო საგარეო ვალის ფორმები — სახელმწიფო ვალის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/22"
law: "სახელმწიფო ვალის შესახებ"
article: "22"
identifier: "1285"
adopted: "1998-03-05"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 22. სახელმწიფო საგარეო ვალის ფორმები — სახელმწიფო ვალის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო ვალის შესახებ, მუხლი 22 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/22

1. სახელმწიფო საგარეო ვალის ფორმებია: ა) სხვა სახელმწიფოებისგან და სხვა სახელმწიფოების საფინანსო აგენტებისგან აღებული ვალი; ბ) უცხო ქვეყნების საფინანსო დაწესებულებებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან აღებული ვალი; გ) ეროვნული ვალუტისგან განსხვავებული, თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტით დენომინირებული, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები; დ) სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ვალი.

2. სახელმწიფო საგარეო ვალებზე შეთანხმების ხელმოწერა ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/23.md
