---
title: "მუხლი 24. სახელმწიფო საგარეო ვალის მართვასთან დაკავშირებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფუნქციები — სახელმწიფო ვალის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/24"
law: "სახელმწიფო ვალის შესახებ"
article: "24"
identifier: "1285"
adopted: "1998-03-05"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24. სახელმწიფო საგარეო ვალის მართვასთან დაკავშირებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფუნქციები — სახელმწიფო ვალის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო ვალის შესახებ, მუხლი 24 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/24

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, საქართველოს ეროვნულ ბანკთან და სხვა დაინტერესებულ უწყებებთან და ორგანიზაციებთან ერთად: ა) განიხილავს შეთანხმებებს სახელმწიფო საგარეო ვალის პირობებისა და ვადების შესახებ, შეისწავლის საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე არსებული დაფინანსების შესაძლებლობასა და პირობებს; ბ) აანალიზებს სახელმწიფო საგარეო ვალის რეფინანსირების შესაძლებლობასა და პირობებს; უზრუნველყოფს ისეთ მდგომარეობას, რომ ახალი ვალების წმინდა ნაშთი არ აღემატებოდეს წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით დადგენილი სახელმწიფო საგარეო ვალის ლიმიტს (ზღვრულ ოდენობას); გ) ამ კანონის შესაბამისად შეიმუშავებს ნორმატიულ აქტებს და მათ წარუდგენს საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს იმ ვალდებულებათა შესასრულებლად, რომლებიც სახელმწიფო საგარეო ვალის მართვის უფლებიდან გამომდინარეობს.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პასუხისმგებელია საქართველოს სახელით აღებული სახელმწიფო საგარეო ვალის მართვაზე, მომსახურებასა და დაბრუნებაზე. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1276 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/25.md
