---
title: "მუხლი 25. სახელმწიფო საგარეო ვალის მომსახურებაზე სახელმწიფოს ფისკალური აგენტები — სახელმწიფო ვალის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/25"
law: "სახელმწიფო ვალის შესახებ"
article: "25"
identifier: "1285"
adopted: "1998-03-05"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 25. სახელმწიფო საგარეო ვალის მომსახურებაზე სახელმწიფოს ფისკალური აგენტები — სახელმწიფო ვალის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო ვალის შესახებ, მუხლი 25 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/25

საქართველოს სახელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადებული ხელშეკრულების საფუძველზე სახელმწიფო საგარეო ვალით აღებული თანხის გაცემა წარმოებს დადგენილი წესით. სამინისტრო საქართველოს ეროვნული ბანკის მეშვეობით ფარავს და ახორციელებს გადახდებს სახელმწიფო საგარეო ვალის მომსახურებისათვის.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/24.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/26.md
