---
title: "მუხლი 28. სახელმწიფო საგარეო ვალებიდან ინვესტიციების ან იმპორტის დასაფინანსებლად მიღებული სახსრების გამოყენება — სახელმწიფო ვალის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/28"
law: "სახელმწიფო ვალის შესახებ"
article: "28"
identifier: "1285"
adopted: "1998-03-05"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 28. სახელმწიფო საგარეო ვალებიდან ინვესტიციების ან იმპორტის დასაფინანსებლად მიღებული სახსრების გამოყენება — სახელმწიფო ვალის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო ვალის შესახებ, მუხლი 28 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/28

სახელმწიფო საგარეო ვალებიდან ინვესტიციების ან იმპორტის დასაფინანსებლად საქართველოს სახელით მიღებული სახსრები გამოიყენება: ა) საქართველოს ინდიკატური გეგმით განსაზღვრული ეკონომიკური და სოციალური პრიორიტეტების საფუძველზე ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად და კერძო ან სახელმწიფო საწარმოების მხარდასაჭერად; ბ) საექსპორტო ან იმპორტის შემცვლელი პროდუქციის საწარმოებლად და მომსახურების გასაწევად; გ) საინვესტიციო პროექტების დაფინანსებისათვის ინფრასტრუქტურის (მათ შორის, სოციალური მომსახურების) გასავითარებლად; დ) სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სხვა მიზნებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/27.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/29.md
