---
title: "მუხლი 3. სახელმწიფო ვალისა და კრედიტებისათვის სახელმწიფო გარანტიების ლიმიტები — სახელმწიფო ვალის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/3"
law: "სახელმწიფო ვალის შესახებ"
article: "3"
identifier: "1285"
adopted: "1998-03-05"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. სახელმწიფო ვალისა და კრედიტებისათვის სახელმწიფო გარანტიების ლიმიტები — სახელმწიფო ვალის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო ვალის შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/3

1. სახელმწიფო, მათ შორის, საშინაო და საგარეო ვალის საერთო თანხა, აგრეთვე საშინაო და საგარეო კრედიტებისათვის გაცემული სახელმწიფო გარანტიების ჯამური თანხა ყოველწლიურად განისაზღვრება აბსოლუტურ და შეფარდებით გამოსახულებაში სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით.

2. სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით პარლამენტი ამტკიცებს სახელმწიფო საშინაო ვალის, სახელმწიფო საგარეო ვალის, საშინაო და საგარეო კრედიტებისათვის სახელმწიფო გარანტიების ლიმიტებს (ზღვრულ ოდენობას) მოცემული წლისათვის.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/4.md
