---
title: "მუხლი 30. ინვესტიციების ან იმპორტის დასაფინანსებლად სახელმწიფო საგარეო ვალებიდან მიღებული სახსრების განაწილება — სახელმწიფო ვალის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/30"
law: "სახელმწიფო ვალის შესახებ"
article: "30"
identifier: "1285"
adopted: "1998-03-05"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 30. ინვესტიციების ან იმპორტის დასაფინანსებლად სახელმწიფო საგარეო ვალებიდან მიღებული სახსრების განაწილება — სახელმწიფო ვალის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო ვალის შესახებ, მუხლი 30 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/30

1. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ინვესტიციების ან იმპორტის დასაფინანსებლად სახელმწიფო საგარეო ვალების შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე მიღებული სახსრები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადებით შეიძლება გაუნაწილდეს საქართველოს საფინანსო დაწესებულებებს.

2. ვალად აღებული სახსრების დაბრუნების პირობები განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საფინანსო დაწესებულებებს შორის დადებული ხელშეკრულებებით, რომლებითაც დადგენილია სამინისტროსათვის გადასახდელი საპროცენტო განაკვეთი, საპროცენტო განაკვეთზე მარჟის ლიმიტი, რომელიც შეიძლება გადაახდევინოს ეკონომიკურ აგენტს საფინანსო დაწესებულებამ, აგრეთვე სახსრების მიღებისათვის შერჩეული ეკონომიკური აგენტების რაოდენობა და მხარეთა სხვა ვალდებულებები. სამინისტროსა და საფინანსო დაწესებულებებს შორის ვალის შესახებ დადებულ ხელშეკრულებებში მითითებულია, თუ რომელი ვალუტით იქნება გაანგარიშებული და დაბრუნებული ძირითადი თანხა და შესაბამისი პროცენტები. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1276 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/29.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/31.md
