---
title: "მუხლი 32. იმპორტის დასაფინანსებლად სახელმწიფო საგარეო ვალებიდან მიღებული სახსრების განაწილება — სახელმწიფო ვალის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/32"
law: "სახელმწიფო ვალის შესახებ"
article: "32"
identifier: "1285"
adopted: "1998-03-05"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 32. იმპორტის დასაფინანსებლად სახელმწიფო საგარეო ვალებიდან მიღებული სახსრების განაწილება — სახელმწიფო ვალის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო ვალის შესახებ, მუხლი 32 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/32

1. იმპორტის დასაფინანსებლად საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალებიდან მიღებული სახსრები ეკონომიკურ აგენტებს უნაწილდებათ ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო იმპორტის დასაფინანსებლად სახელმწიფო საგარეო ვალებიდან მიღებულ სახსრებს ყიდის აუქციონზე.

3. თუ იმპორტის დასაფინანსებლად სახელმწიფო საგარეო ვალებიდან მიღებული სახსრების აუქციონზე გაყიდვა შეუძლებელია, ისინი ნაწილდება საქართველოს საფინანსო დაწესებულებების მეშვეობით, ამ კანონის 30-ე და 31-ე მუხლების მე-2 პუნქტების დებულებათა შესაბამისად.

4. იმპორტის დასაფინანსებლად სახელმწიფო საგარეო ვალებიდან მიღებულ სახსრებს, რომლებიც განეკუთვნება ბიუჯეტიდან დასაფინანსებელ ორგანიზაციებს, ანაწილებს უშუალოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.

5. სახელმწიფო საგარეო ვალებიდან მიღებული სახსრები ნაწილდება შემდეგი პირობებით: ა) სახსრები, რომლებიც ნაწილდება ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული დებულების შესაბამისად, შეიძლება გაიცეს მხოლოდ ერთი წლით; ბ) ეკონომიკური აგენტები სახელმწიფო საგარეო სესხების მისაღებად საფინანსო დაწესებულებებში წარადგენენ ბიზნეს-გეგმებს ზუსტად მითითებული იმპორტული პროდუქციის დანიშნულებითა და მასზე მოთხოვნილებით; გ) თუ უშუალოდ სახელმწიფო ორგანოების მიერ განსახორციელებელი იმპორტის თანხა აღემატება 50 ათას აშშ დოლარს, მაშინ საქონლის შესყიდვა აუცილებლად ხდება ტენდერის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. [ გ) თუ უშუალოდ სახელმწიფო ორგანოების მიერ განსახორციელებელი იმპორტის თანხა 50 000 აშშ დოლარს აღემატება, საქონლის შესყიდვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. (ამოქმედდეს 2030 წლის 1 იანვრიდან)] საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2572 – ვებგვერდი, 27.02.2023წ. საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4417– ვებგვერდი, 23.09.2024წ. საქართველოს 2026 წლის 10 ივნისის კანონი №1705 – ვებგვერდი, 15.06.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/31.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/33.md
