---
title: "მუხლი 33. სახელმწიფო საგარეო ვალების ხარჯზე გაცემული კრედიტების დაბრუნება — სახელმწიფო ვალის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/33"
law: "სახელმწიფო ვალის შესახებ"
article: "33"
identifier: "1285"
adopted: "1998-03-05"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 33. სახელმწიფო საგარეო ვალების ხარჯზე გაცემული კრედიტების დაბრუნება — სახელმწიფო ვალის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო ვალის შესახებ, მუხლი 33 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/33

1. სახსრებს, რომლებიც მიღებულია სახელმწიფო საგარეო ვალებიდან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოყოფილია საინვესტიციო პროექტების ან საქონლის იმპორტის დასაფინანსებლად, ეკონომიკური აგენტები ან საფინანსო დაწესებულებები საკრედიტო ხელშეკრულებების შესაბამისად აუცილებლად უბრუნებენ სამინისტროს.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უფლება აქვს დადგენილი წესით ამოიღოს თანხა სახელმწიფო საგარეო ვალების მიმღებებისგან იმ ხარჯების დასაფარავად, რომლებიც დაკავშირებულია სავალუტო გაცვლის ოპერაციებთან, აგრეთვე სახსრების მიღებასთან, განაწილებასა და დაბრუნებასთან.

3. სახელმწიფო საგარეო ვალებიდან მიღებული სახსრების დაბრუნების უზრუნველსაყოფად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უფლება აქვს მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, რომელიც დადგენილია ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით, სახსრების საბანკო ანგარიშებიდან უპირობო ჩამოწერისა და სასამართლოს გადაწყვეტილებით მოვალის ქონების ჩამორთმევის ჩათვლით. თავი IV. ვალებზე სახელმწიფო გარანტიები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/32.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/34.md
