---
title: "მუხლი 34. საშინაო ვალებზე სახელმწიფო გარანტიების ლიმიტები — სახელმწიფო ვალის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/34"
law: "სახელმწიფო ვალის შესახებ"
article: "34"
identifier: "1285"
adopted: "1998-03-05"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 34. საშინაო ვალებზე სახელმწიფო გარანტიების ლიმიტები — სახელმწიფო ვალის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო ვალის შესახებ, მუხლი 34 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/34

საშინაო ვალებზე სახელმწიფო გარანტიებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონი უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ შეზღუდვებს: ა) რისკის ფონდში საბიუჯეტო გადარიცხვების თანხის და სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ვალის მომსახურებისათვის გათვალისწინებული წლიური დანახარჯების თანაფარდობას; ბ) საშინაო კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემას რისკის ფონდის ფარგლებში, რომელიც მოიცავს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრულ თანხას და სესხის ამღებთა მიერ ადრე აღებული სახელმწიფო გარანტიების გამო გადარიცხულ თანხებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/33.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/35.md
