---
title: "მუხლი 36. იმ რისკის განსაზღვრა, რომელსაც იღებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო გარანტიების გაცემის დროს — სახელმწიფო ვალის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/36"
law: "სახელმწიფო ვალის შესახებ"
article: "36"
identifier: "1285"
adopted: "1998-03-05"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 36. იმ რისკის განსაზღვრა, რომელსაც იღებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო გარანტიების გაცემის დროს — სახელმწიფო ვალის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო ვალის შესახებ, მუხლი 36 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/36

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ახორციელებს წარმოდგენილი დოკუმენტების ეკონომიკურ ანალიზს და თითოეულ გარანტიაზე ადგენს რისკის ხარისხს, გამოსახულს პროცენტებში, გარანტიის თანხასთან მიმართებაში.

2. რისკის შეფასების საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განსაზღვრავს თანხას, რომელიც ეკონომიკურმა აგენტმა უნდა გადარიცხოს რისკის ფონდში.

3. თუ რისკის ფონდის სახსრები ნაკლებია გარანტიების მთელი მოცულობისათვის საჭირო სახსრებზე, მაშინ გარანტიები არ უნდა გაიცეს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/35.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/37.md
