---
title: "მუხლი 40. სახელმწიფო გარანტიის მომთხოვი ეკონომიკური აგენტის ვალდებულება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინაშე — სახელმწიფო ვალის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/40"
law: "სახელმწიფო ვალის შესახებ"
article: "40"
identifier: "1285"
adopted: "1998-03-05"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 40. სახელმწიფო გარანტიის მომთხოვი ეკონომიკური აგენტის ვალდებულება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინაშე — სახელმწიფო ვალის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო ვალის შესახებ, მუხლი 40 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/40

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ეკონომიკურ აგენტთან დებს ხელშეკრულებას გარანტირებული კრედიტის დაფარვის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ.

2. ხელშეკრულება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკურ აგენტს შორის განსაზღვრავს სამინისტროს წინაშე ეკონომიკური აგენტის შემდეგ ვალდებულებებს: ა) არ გააფორმოს დამატებით ისეთი ხელშეკრულებები, რომლებიც მოიცავენ გარანტირებულ კრედიტებთან შედარებით პრიორიტეტულ სავალო ვალდებულებებს; ბ) გააცნოს ყველა ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია საკუთარი ფინანსური მდგომარეობის შეფასებისათვის; გ) ყველა ანგარიშიდან შემოსული ნაღდი ფული მოახმაროს გარანტირებულ კრედიტზე დავალიანების დაფარვას; დ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გადაიხადოს საურავი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/39.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/41.md
