---
title: "მუხლი 41. საგარანტიო ხელშეკრულების აუცილებელი ელემენტები — სახელმწიფო ვალის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/41"
law: "სახელმწიფო ვალის შესახებ"
article: "41"
identifier: "1285"
adopted: "1998-03-05"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 41. საგარანტიო ხელშეკრულების აუცილებელი ელემენტები — სახელმწიფო ვალის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო ვალის შესახებ, მუხლი 41 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/41

საგარანტიო ხელშეკრულების აუცილებელი ელემენტებია: ა) იმ ეკონომიკური აგენტის დასახელება და მისამართი, რომელსაც მიეცემა კრედიტი სახელმწიფო გარანტიით; ბ) იმ საფინანსო დაწესებულების დასახელება და მისამართი, რომელიც იყენებს გარანტიას; გ) გარანტიის ობიექტი; დ) გარანტიის ღირებულება; ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვალდებულების ფორმა; ვ) სახელმწიფო გარანტიის მოქმედების ვადა, რომელშიც უნდა შესრულდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადამხდელო ვალდებულებები; ზ) გადახდის პირობები; თ) პირობები, რომლის დროსაც შეიძლება განხორციელდეს გარანტია; ი) სახელმწიფო გარანტიით მოსარგებლე ფინანსური დაწესებულების ვალდებულებები – დააბრუნოს კრედიტი და კუთვნილი პროცენტი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/40.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/42.md
