---
title: "მუხლი 46. კრედიტზე სახელმწიფო გარანტიის შეწყვეტის პირობები — სახელმწიფო ვალის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/46"
law: "სახელმწიფო ვალის შესახებ"
article: "46"
identifier: "1285"
adopted: "1998-03-05"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 46. კრედიტზე სახელმწიფო გარანტიის შეწყვეტის პირობები — სახელმწიფო ვალის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო ვალის შესახებ, მუხლი 46 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/46

1. სახელმწიფო გარანტია ითვლება დაფარულად, თუ: ა) გარანტირებული კრედიტი მთლიანად დაფარა ეკონომიკურმა აგენტმა ან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ; ბ) დარღვეულია საგარანტიო ხელშეკრულებით განსაზღვრული კრედიტის გამოყენების მიზნობრიობა; გ) შესრულებულია საგარანტიო ხელშეკრულების ყველა პირობა.

2. კრედიტზე სახელმწიფო გარანტიის შეწყვეტის ყოველი ფაქტი ეცნობება საქართველოს პარლამენტს. თავი V. დასკვნითი და გარდამავალი დებულებანი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/45.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/47.md
