---
title: "მუხლი 47. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები — სახელმწიფო ვალის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/47"
law: "სახელმწიფო ვალის შესახებ"
article: "47"
identifier: "1285"
adopted: "1998-03-05"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 47. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები — სახელმწიფო ვალის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო ვალის შესახებ, მუხლი 47 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/47

1. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, კანონის ამოქმედებიდან სამ თვეში, ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მოამზადოს „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები და დამატებები.

2. დაევალოს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, კანონის ამოქმედებიდან ორ თვეში, ამ კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად მოამზადოს „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ შესატანი ცვლილებები და დამატებები.

3. საქართველოს მთავრობამ 2008 წლის 1 ივნისამდე მიიღოს დადგენილება, რომელიც უზრუნველყოფს ამ კანონის მე-2 მუხლის 4 1 პუნქტით გათვალისწინებული, საქართველოს სახელით გამოსაშვები, უცხოურ კონვერტირებად ვალუტაში დენომინირებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი ნორმების დადგენას. საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5903 - სსმ I, №4, 14.03.2008 წ., მუხ.10

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/46.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/48.md
