---
title: "მუხლი 5. საშინაო და საგარეო კრედიტებისათვის გაცემული სახელმწიფო გარანტიების შესრულების ვალდებულებანი — სახელმწიფო ვალის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/5"
law: "სახელმწიფო ვალის შესახებ"
article: "5"
identifier: "1285"
adopted: "1998-03-05"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. საშინაო და საგარეო კრედიტებისათვის გაცემული სახელმწიფო გარანტიების შესრულების ვალდებულებანი — სახელმწიფო ვალის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო ვალის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/5

1. საშინაო და საგარეო კრედიტებისათვის გაცემული სახელმწიფო გარანტიები წარმოადგენს პირობით ვალდებულებებს იმ შემთხვევისათვის, თუ კრედიტის ამღები საკრედიტო ხელშეკრულების პირობების შესაბამისად უუნარო აღმოჩნდება დაფაროს კრედიტი შესაბამისი პროცენტებით.

2. თუ რისკის ფონდის სახსრები არ არის საკმარისი საშინაო და საგარეო კრედიტებისათვის გაცემული სახელმწიფო გარანტიებიდან გამომდინარე სავალდებულო გადახდების განსახორციელებლად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო დადგენილი წესით პარლამენტის წინაშე აყენებს საკითხს რისკის ფონდში არსებული დეფიციტის დაფარვის შესახებ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/6.md
