---
title: "მუხლი 7. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს ეროვნული ბანკის ურთიერთობა სახელმწიფო ვალის მართვის საკითხებში — სახელმწიფო ვალის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/7"
law: "სახელმწიფო ვალის შესახებ"
article: "7"
identifier: "1285"
adopted: "1998-03-05"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს ეროვნული ბანკის ურთიერთობა სახელმწიფო ვალის მართვის საკითხებში — სახელმწიფო ვალის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო ვალის შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/7

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო: ა) კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს ეროვნულ ბანკთან კონსულტაციების შედეგად განსაზღვრავს მომავალი წლისათვის საშინაო და საგარეო ვალის მოცულობასა და მისი აღების პირობებს; ბ) საქართველოს ეროვნულ ბანკს აწვდის ინფორმაციას სახელმწიფო ვალისა და იმ კრედიტების შესახებ, რომლებზედაც გაცემულია სახელმწიფო გარანტიები; გ) საგარეო ვალების შესაბამისად პირდაპირი და პირობითი სახელმწიფო ვალდებულებების შესახებ აცნობებს საქართველოს ეროვნულ ბანკს მათი რეგისტრაციიდან სამი დღის ვადაში. საქართველოს 2006  წლის 11 მაისის კანონი №3012 - სსმ I, №13, 13.05.2006 წ., მუხ.88

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/8.md
