---
title: "მუხლი 9. სახელმწიფო კრედიტებით ან კრედიტების გაცემისას სახელმწიფო გარანტიებით მოსარგებლე დაწესებულებების ვალდებულებათა შესრულება — სახელმწიფო ვალის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/9"
law: "სახელმწიფო ვალის შესახებ"
article: "9"
identifier: "1285"
adopted: "1998-03-05"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. სახელმწიფო კრედიტებით ან კრედიტების გაცემისას სახელმწიფო გარანტიებით მოსარგებლე დაწესებულებების ვალდებულებათა შესრულება — სახელმწიფო ვალის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო ვალის შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/9

1. დაწესებულებები, რომლებიც სარგებლობენ სახელმწიფო კრედიტების სახსრებით ან კრედიტების გაცემისას სახელმწიფო გარანტიებით მიღებული სახსრებით, ამ სახსრებს იყენებენ და განათავსებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულებების შესაბამისად.

2. სახსრების არადანიშნულებისამებრ მოხმარების ან მათი დაბრუნების ვადების დარღვევისას გამოიყენება სანქციები, რომლებიც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით, თუ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32452-sakhelmwipo-valis-shesakheb/10.md
