---
title: "მუხლი 12. პარლამენტის სხდომებში მონაწილეობის უფლება — საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32458-sakartvelos-parlamentis-wevris-statusis-shesakheb/12"
law: "საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ"
article: "12"
identifier: "matsne 32458"
adopted: "1998-03-05"
consolidated_as_of: "2018-12-06"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2018-12-16"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 12. პარლამენტის სხდომებში მონაწილეობის უფლება — საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ

> Text consolidated as of 2018-12-06. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2018-12-16.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2018-12-06), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/32458-sakartvelos-parlamentis-wevris-statusis-shesakheb/12

1. პარლამენტის წევრი მონაწილეობს პარლამენტის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხილვა-გადაწყვეტაში.

2. პარლამენტის წევრს უფლება აქვს პარლამენტის სხდომაზე: ა) დასვას საკითხი განსახილველად; ბ) შეიტანოს შენიშვნები და წინადადებები პარლამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ ყველა საკითხზე; გ) მონაწილეობა მიიღოს კამათში, შეკითხვა დაუსვას მომხსენებელსა და სხდომის თავმჯდომარეს, მოითხოვოს და შეაფასოს პასუხი; დ) გააცნოს პარლამენტს საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე მოქალაქეთა წერილები და მიმართვები; ე) კამათში მონაწილეობის მიუღებლობის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარეს გადასცეს თავისი გამოსვლის ტექსტი, აგრეთვე წერილობით ჩამოყალიბებული წინადადებები და შენიშვნები პარლამენტის სხდომებზე განსახილველი საკითხების თაობაზე; ვ) გამოთქვას აზრი პარლამენტის მიერ შესაქმნელი ორგანოების, მათი პერსონალური შემადგენლობისა და იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურების შესახებ, რომლებსაც ირჩევს, ნიშნავს, ამტკიცებს, ან რომელთა დანიშვნაზეც თანხმობას იძლევა პარლამენტი; ზ) თავი შეიკავოს იმ ნორმატიული აქტების განხილვაში მონაწილეობისაგან, რომლებიც წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობის სფეროში მის მიერ წერილობით დაფიქსირებულ პირად ინტერესებს.

3. პარლამენტის სხდომებში პარლამენტის წევრის მონაწილეობის საპროცედურო საკითხები განისაზღვრება პარლამენტის რეგლამენტით. საქართველოს 1998 წლის 30 სექტემბრის კანონი №1600 - სსმ I, №2, 26.10.1998 წ., მუხ.15

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32458-sakartvelos-parlamentis-wevris-statusis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32458-sakartvelos-parlamentis-wevris-statusis-shesakheb/13.md
