---
title: "მუხლი 13. საპარლამენტო თანამდებობებზე არჩევნებში და გაერთიანებათა ფორმირებაში მონაწილეობის უფლება — საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32458-sakartvelos-parlamentis-wevris-statusis-shesakheb/13"
law: "საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ"
article: "13"
identifier: "matsne 32458"
adopted: "1998-03-05"
consolidated_as_of: "2018-12-06"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2018-12-16"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 13. საპარლამენტო თანამდებობებზე არჩევნებში და გაერთიანებათა ფორმირებაში მონაწილეობის უფლება — საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ

> Text consolidated as of 2018-12-06. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2018-12-16.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ, მუხლი 13 (consolidated as of 2018-12-06), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/32458-sakartvelos-parlamentis-wevris-statusis-shesakheb/13

1. პარლამენტის წევრს უფლება აქვს აირჩიოს ან არჩეულ იქნეს საპარლამენტო თანამდებობებზე, პარლამენტის კომიტეტის, საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის შემადგენლობაში, გაერთიანდეს საპარლამენტო ფრაქციაში, გადადგეს ან გამოვიდეს ამ ორგანოებიდან (გაერთიანებებიდან).

2. პარლამენტის კომიტეტების, საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის შემადგენლობაში არჩევისა და ამ ორგანოებიდან პარლამენტის წევრის გასვლის წესები განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით.

3. პარლამენტის წევრის საპარლამენტო ფრაქციაში გაერთიანებისა და ფრაქციიდან გამოსვლის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონით „საპარლამენტო ფრაქციის შესახებ“ და პარლამენტის რეგლამენტით. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6535 – ვებგვერდი, 03.07.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32458-sakartvelos-parlamentis-wevris-statusis-shesakheb/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32458-sakartvelos-parlamentis-wevris-statusis-shesakheb/14.md
