---
title: "მუხლი 15. უფლება ინფორმაციაზე — საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32458-sakartvelos-parlamentis-wevris-statusis-shesakheb/15"
law: "საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ"
article: "15"
identifier: "matsne 32458"
adopted: "1998-03-05"
consolidated_as_of: "2018-12-06"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2018-12-16"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 15. უფლება ინფორმაციაზე — საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ

> Text consolidated as of 2018-12-06. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2018-12-16.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 2018-12-06), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/32458-sakartvelos-parlamentis-wevris-statusis-shesakheb/15

1. პარლამენტის წევრს უფლება აქვს: ა) ისარგებლოს ყველა ინფორმაციით, რომელიც აუცილებელია მისი უფლებამოსილების განსახორციელებლად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ბ) დადგენილი წესით მოსთხოვოს პარლამენტის აპარატის სამსახურებს სათანადო ინფორმაცია და ორგანიზაციულ-ტექნიკური მომსახურებით უზრუნველყოფა; გ) გაეცნოს პარლამენტისა და მისი ორგანოების სხდომათა სტენოგრამებში თავისი გამოსვლის ტექსტს ოქმში შეტანამდე, აგრეთვე მიიღოს იმ გამოსვლის ტექსტი, რომელიც არ ქვეყნდება; დ) მოითხოვოს პრესისათვის მიცემული ინტერვიუსა და განცხადების მათ გამოქვეყნებამდე გაცნობა. დაუშვებელია პარლამენტის წევრის მიერ მიწოდებული მასალების რედაქტირება მისი თანხმობის გარეშე.

2. პარლამენტის წევრს აქვს მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო საშუალებებში თავის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდების (გაცემის) უპირატესი უფლება. პარლამენტის კომიტეტების, საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების, საპარლამენტო ფრაქციების, პარლამენტის იმ წევრთა, რომლებიც არ არიან გაერთიანებულნი არც ერთ საპარლამენტო ფრაქციაში, არანაკლებ 10-კაციანი ჯგუფის დავალებით მიწოდებული მასალები სავალდებულოა გამოსაქვეყნებლად ან გასავრცელებლად მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო საშუალებებით; ამასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ხდება პარლამენტის მიერ განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში და მისი რეგლამენტით დადგენილი წესით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32458-sakartvelos-parlamentis-wevris-statusis-shesakheb/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32458-sakartvelos-parlamentis-wevris-statusis-shesakheb/15-1.md
