---
title: "მუხლი 16. მოვალეობანი — საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32458-sakartvelos-parlamentis-wevris-statusis-shesakheb/16"
law: "საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ"
article: "16"
identifier: "matsne 32458"
adopted: "1998-03-05"
consolidated_as_of: "2018-12-06"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2018-12-16"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 16. მოვალეობანი — საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ

> Text consolidated as of 2018-12-06. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2018-12-16.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2018-12-06), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/32458-sakartvelos-parlamentis-wevris-statusis-shesakheb/16

პარლამენტის წევრი ვალდებულია: ა) დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია და კანონები; ბ) რეგლამენტით დადგენილი წესით შეხვდეს მოქალაქეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით რეაგირება მოახდინოს მოქალაქეთა საჩივრებსა და განცხადებებზე; გ) პარლამენტის სხდომაზე მონაწილეობა მიიღოს იმ საკითხების განხილვა-გადაწყვეტაში, რომლებიც საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა გამგებლობას განეკუთვნება; დ) ხელი შეუწყოს საქართველოს კონსტიტუციის, კანონებისა და პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვას, ხოლო მათი დარღვევის შემთხვევაში სათანადო რეაგირება მოსთხოვოს პარლამენტს, მის თავმჯდომარეს ან შესაბამის კომიტეტს; ე) იყოს პარლამენტის ერთი კომიტეტის შემადგენლობაში, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისისა; ვ) დაესწროს პარლამენტის, კომიტეტის, კომისიის, ფრაქციის სხდომებს და მონაწილეობა მიიღოს მათ მუშაობაში; ზ) განაცხადოს სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისას მისი შეურაცხყოფის ან/და ხელყოფის ფაქტების შესახებ; თ) არ გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება ან/და მასთან დაკავშირებული შესაძლებლობა პირადი ინტერესებისათვის; ი) არ გაახმაუროს ან/და პირადი ინტერესებისათვის არ გამოიყენოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ან კონფიდენციალურად მიღებული ინფორმაცია; კ) დაიცვას სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთათვის დადგენილი ქცევის სტანდარტები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32458-sakartvelos-parlamentis-wevris-statusis-shesakheb/15-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32458-sakartvelos-parlamentis-wevris-statusis-shesakheb/17.md
