---
title: "მუხლი 17. პარლამენტის ორგანოების საქმიანობაში პარლამენტის ყოფილ წევრთა მონაწილეობის წესი — საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32458-sakartvelos-parlamentis-wevris-statusis-shesakheb/17"
law: "საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ"
article: "17"
identifier: "matsne 32458"
adopted: "1998-03-05"
consolidated_as_of: "2018-12-06"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2018-12-16"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 17. პარლამენტის ორგანოების საქმიანობაში პარლამენტის ყოფილ წევრთა მონაწილეობის წესი — საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ

> Text consolidated as of 2018-12-06. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2018-12-16.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2018-12-06), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/32458-sakartvelos-parlamentis-wevris-statusis-shesakheb/17

1. პარლამენტის ყოფილი წევრის პარლამენტის შენობაში შესვლა მომდევნო ერთი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების პერიოდში ხდება დაუბრკოლებლად.

2. პარლამენტმა, მისმა ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა, შესაძლებელია, საპარლამენტო საქმიანობაში მემკვიდრეობითობის შენარჩუნებისა და კანონშემოქმედებაში დაგროვილი გამოცდილების გაზიარების მიზნით, პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, უზრუნველყონ პარლამენტის ყოფილი წევრების მონაწილეობა პარლამენტის ორგანოების საქმიანობაში. საქართველოს 1999 წლის 24 ივნისის კანონი №2173 - სსმ I, №29(36), 10.07.1999 წ., მუხ.156 თავი IV. პარლამენტის წევრის საქმიანობის ძირითადი გარანტიები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32458-sakartvelos-parlamentis-wevris-statusis-shesakheb/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32458-sakartvelos-parlamentis-wevris-statusis-shesakheb/18.md
