---
title: "მუხლი 19. უფლებამოსილების შეჩერება დაკავების ან დაპატიმრების პერიოდში — საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32458-sakartvelos-parlamentis-wevris-statusis-shesakheb/19"
law: "საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ"
article: "19"
identifier: "matsne 32458"
adopted: "1998-03-05"
consolidated_as_of: "2018-12-06"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2018-12-16"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 19. უფლებამოსილების შეჩერება დაკავების ან დაპატიმრების პერიოდში — საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ

> Text consolidated as of 2018-12-06. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2018-12-16.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ, მუხლი 19 (consolidated as of 2018-12-06), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/32458-sakartvelos-parlamentis-wevris-statusis-shesakheb/19

1. პარლამენტის წევრის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში დაკავებულ ან დაპატიმრებულ პარლამენტის წევრს პარლამენტის დადგენილებით შეუჩერდება უფლებამოსილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილების ან სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე.

2. მარეაბილიტირებელი საფუძვლებით სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის ან სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში პარლამენტის წევრს პარლამენტის დადგენილებით: ა) აღუდგება სადეპუტატო უფლებამოსილება, თუ არ არის გასული იმ პარლამენტის უფლებამოსილების ვადა, რომლის წევრიც არის პირი, და მიეცემა სრული კომპენსაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) თუ გასულია იმ პარლამენტის უფლებამოსილების ვადა, რომლის წევრიც იყო პირი, დაკავების ან დაპატიმრების ვადა ჩაეთვლება პარლამენტის წევრად ყოფნის საერთო ვადაში და მიეცემა შესაბამისი კომპენსაცია.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32458-sakartvelos-parlamentis-wevris-statusis-shesakheb/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32458-sakartvelos-parlamentis-wevris-statusis-shesakheb/20.md
