---
title: "მუხლი 21. შრომითი უფლებების გარანტიები — საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32458-sakartvelos-parlamentis-wevris-statusis-shesakheb/21"
law: "საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ"
article: "21"
identifier: "matsne 32458"
adopted: "1998-03-05"
consolidated_as_of: "2018-12-06"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2018-12-16"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 21. შრომითი უფლებების გარანტიები — საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ

> Text consolidated as of 2018-12-06. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2018-12-16.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ, მუხლი 21 (consolidated as of 2018-12-06), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/32458-sakartvelos-parlamentis-wevris-statusis-shesakheb/21

1. საპარლამენტო უფლებამოსილების ვადის დამთავრების შემდეგ პარლამენტის ყოფილ წევრს ეძლევა ადრე დაკავებული ან მისი ტოლფასი თანამდებობა. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ სახელმწიფო ორგანოები და პარლამენტი უზრუნველყოფენ მისი სოციალური უფლებების შეუფერხებლად განხორციელებას.

2. პარლამენტის ყოფილი წევრის შრომითი მოწყობის საკითხებზე პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამისი ორგანოს თანამდებობის პირს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადა ჩაითვლება სპეციალობით მუშაობის საერთო უწყვეტ სტაჟში.

4. პარლამენტის წევრად არჩევა არ იწვევს საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და სხვა კავშირებში წევრობის შეწყვეტას. სადეპუტატო უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ 3 თვის განმავლობაში პარლამენტის ყოფილ წევრს უნარჩუნდება უწყვეტი შრომითი სტაჟი.

5. პარლამენტის წევრი სარგებლობს წელიწადში 45 კალენდარული დღის შვებულებით, რომელიც, სურვილისამებრ, მიეცემა სესიებს შორის პერიოდში, მთლიანად ან 2 ნაწილად.

6. პარლამენტის წევრი უზრუნველყოფილია დასვენების პირობებით პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით. საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2478 - სსმ I, №56, 28.12.2005 წ., მუხ.418 საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6535 – ვებგვერდი, 03.07.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32458-sakartvelos-parlamentis-wevris-statusis-shesakheb/20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32458-sakartvelos-parlamentis-wevris-statusis-shesakheb/22.md
