---
title: "მუხლი 27. პარლამენტის წევრის უზრუნველყოფა სამუშაო პირობებით — საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32458-sakartvelos-parlamentis-wevris-statusis-shesakheb/27"
law: "საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ"
article: "27"
identifier: "matsne 32458"
adopted: "1998-03-05"
consolidated_as_of: "2018-12-06"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2018-12-16"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 27. პარლამენტის წევრის უზრუნველყოფა სამუშაო პირობებით — საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ

> Text consolidated as of 2018-12-06. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2018-12-16.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ, მუხლი 27 (consolidated as of 2018-12-06), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/32458-sakartvelos-parlamentis-wevris-statusis-shesakheb/27

1. პარლამენტის წევრს საპარლამენტო საქმიანობის განსახორციელებლად პარლამენტის სასახლეში გამოეყოფა სამუშაო ფართობი, მოწყობილობა, ავეჯი, ორგტექნიკა, კავშირგაბმულობის საშუალებები.

2. პარლამენტის წევრის მიერ კავშირგაბმულობის საშუალებებით სარგებლობის ხარჯები ანაზღაურდება პარლამენტის მიერ განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში.

3. ( ამოღებულ ია – 22.06.2012, №6535). საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6535 – ვებგვერდი, 03.07.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32458-sakartvelos-parlamentis-wevris-statusis-shesakheb/26.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32458-sakartvelos-parlamentis-wevris-statusis-shesakheb/28.md
