---
title: "მუხლი 33. პასუხისმგებლობა პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევისათვის — საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32458-sakartvelos-parlamentis-wevris-statusis-shesakheb/33"
law: "საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ"
article: "33"
identifier: "matsne 32458"
adopted: "1998-03-05"
consolidated_as_of: "2018-12-06"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2018-12-16"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 33. პასუხისმგებლობა პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევისათვის — საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ

> Text consolidated as of 2018-12-06. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2018-12-16.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ, მუხლი 33 (consolidated as of 2018-12-06), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/32458-sakartvelos-parlamentis-wevris-statusis-shesakheb/33

1. პარლამენტის წევრის მიერ პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში მისი პასუხისმგებლობა განისაზღვრება პარლამენტის რეგლამენტით, ხოლო თავისი უფლებების გადამეტება ან მათი ბოროტად გამოყენება იწვევს პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. პარლამენტის წევრს მთელი უფლებამოსილების პერიოდში, ამ კანონის მე-8 მუხლის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, მიუხედავად მისი გამოვლენის დროისათვის არსებული მდგომარეობისა (შეუთავსებელი სამსახურის ან საქმიანობის შეწყვეტა), უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება საქართველოს კონსტიტუციის 53-ე და 54-ე მუხლების საფუძველზე და პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32458-sakartvelos-parlamentis-wevris-statusis-shesakheb/32.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32458-sakartvelos-parlamentis-wevris-statusis-shesakheb/34.md
