---
title: "მუხლი 34. პასუხისმგებლობა პარლამენტის წევრის საქმიანობასთან დაკავშირებული კანონიერი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის ან ამ საქმიანობის განხორციელებისათვის ხელის შეშლისათვის — საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32458-sakartvelos-parlamentis-wevris-statusis-shesakheb/34"
law: "საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ"
article: "34"
identifier: "matsne 32458"
adopted: "1998-03-05"
consolidated_as_of: "2018-12-06"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2018-12-16"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 34. პასუხისმგებლობა პარლამენტის წევრის საქმიანობასთან დაკავშირებული კანონიერი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის ან ამ საქმიანობის განხორციელებისათვის ხელის შეშლისათვის — საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ

> Text consolidated as of 2018-12-06. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2018-12-16.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ, მუხლი 34 (consolidated as of 2018-12-06), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/32458-sakartvelos-parlamentis-wevris-statusis-shesakheb/34

თანამდებობის პირების, საჯარო მოსამსახურეების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების ხელმძღვანელთა მიერ პარლამენტის წევრის საქმიანობასთან დაკავშირებული კანონიერი მოთხოვნების შეუსრულებლობა ან ამ საქმიანობის განხორციელებისათვის ხელის შეშლა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6535 – ვებგვერდი, 03.07.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32458-sakartvelos-parlamentis-wevris-statusis-shesakheb/33.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32458-sakartvelos-parlamentis-wevris-statusis-shesakheb/35.md
