---
title: "მუხლი 5. პარლამენტის წევრის ფიცი — საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32458-sakartvelos-parlamentis-wevris-statusis-shesakheb/5"
law: "საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 32458"
adopted: "1998-03-05"
consolidated_as_of: "2018-12-06"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2018-12-16"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 5. პარლამენტის წევრის ფიცი — საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ

> Text consolidated as of 2018-12-06. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2018-12-16.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2018-12-06), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/32458-sakartvelos-parlamentis-wevris-statusis-shesakheb/5

1. პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილების დადასტურების შემდეგ პარლამენტის წევრები ქვეყნისადმი ერთგულების ფიცს დებენ. ფიცის ტექსტს კითხულობს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე: „მე, სრულიად საქართველოს წარმომადგენელი და მისდამი ანგარიშვალდებული, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ კეთილსინდისიერად აღვასრულებ პარლამენტის წევრის უფლება-მოვალეობებს, ვიქნები კონსტიტუციური წყობილების, ქვეყნის დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და მთლიანობის, ხალხის ინტერესების, მოქალაქეთა უფლება-თავისუფლებების, საქართველოს ძლევამოსილების დაცვის სამსახურში.“ ტექსტის წაკითხვის შემდეგ პარლამენტის წევრები წარმოთქვამენ „ვფიცავ“ და ხელს აწერენ ფიცის ტექსტს.

2. თუ პარლამენტის წევრის უფლებამოსილების დადასტურება გადაიდო, ან პირი პარლამენტის წევრად აირჩიეს მეორე ტურში ან პარლამენტის გამოკლებული წევრის ნაცვლად, იგი უფლებამოსილების დადასტურებისთანავე კითხულობს ფიცის ტექსტს და ხელს აწერს მას.

3. თუ პარლამენტის წევრი უარს აცხადებს ფიცის დადებაზე, ითვლება, რომ ის არ ახორციელებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილებას, და მას არ აუნაზღაურდება ამ უფლებამოსილების განხორციელების თანხა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32458-sakartvelos-parlamentis-wevris-statusis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32458-sakartvelos-parlamentis-wevris-statusis-shesakheb/6.md
