---
title: "მუხლი 9. ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება, დეკლარაციის შინაარსი — საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32458-sakartvelos-parlamentis-wevris-statusis-shesakheb/9"
law: "საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 32458"
adopted: "1998-03-05"
consolidated_as_of: "2018-12-06"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2018-12-16"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 9. ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება, დეკლარაციის შინაარსი — საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ

> Text consolidated as of 2018-12-06. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2018-12-16.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2018-12-06), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/32458-sakartvelos-parlamentis-wevris-statusis-shesakheb/9

1. პარლამენტის წევრი ვალდებულია კანონითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული წესით წარადგინოს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.

2. ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია უნდა შეიცავდეს პარლამენტის წევრისა და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი და ფინანსური რესურსების ამსახველ სრულ და ამომწურავ ინფორმაციას გასული კალენდარული წლის განმავლობაში.

3. ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციიდან გამომდინარე შედეგები შეიძლება განიხილოს პარლამენტმა კანონითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული წესით. საქართველოს 1999 წლის 5 თებერვლის კანონი №1801 - სსმ I, №3(10), 19.02.1999 წ., მუხ.17 საქართველოს 2008 წლის 2 ოქტომბრის კანონი №312 - სსმ I, №24, 20.10.2008 წ., მუხ.158

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32458-sakartvelos-parlamentis-wevris-statusis-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32458-sakartvelos-parlamentis-wevris-statusis-shesakheb/10.md
