---
title: "მუხლი 10. პირველი ზონის საზღვრები — კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32476-kurortebisa-da-sakurorto-adgilebis-sanitariuli-datsvis-zonebis-shesakh/10"
law: "კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ"
article: "10"
identifier: "matsne 32476"
adopted: "1998-03-20"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. პირველი ზონის საზღვრები — კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32476-kurortebisa-da-sakurorto-adgilebis-sanitariuli-datsvis-zonebis-shesakh/10

პირველი ზონის საზღვრები დგინდება:
ა) მინერალური წყლების გამოსასვლელებისა და ჭაბურღილებისათვის – მათი ბუნებრივი დაცვის ხარისხის გათვალისწინებით, მაგრამ არანაკლებ 15 მეტრისა ჭაბურღილისა და გამოსასვლელის კონტურიდან;
ბ) სამკურნალო ტალახის საბადოებისათვის – საბადოს ბუნებრივი დაცვის ხარისხის, ტიპისა და ჰიდროგეოლოგიური რეჟიმის გათვალისწინებით, მაგრამ არანაკლებ 25 მეტრისა საბადოს ნულოვანი საზღვრიდან ან წყალსაცავის მრავალ- წლიური მაქსიმალური დონიდან;
გ) სამკურნალო პლაჟისა და აკვატორიისათვის – სანაპიროდან ხმელეთზე არანაკლებ 100, ხოლო წყალსატევში – არანაკლებ 300 მეტრისა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32476-kurortebisa-da-sakurorto-adgilebis-sanitariuli-datsvis-zonebis-shesakh/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32476-kurortebisa-da-sakurorto-adgilebis-sanitariuli-datsvis-zonebis-shesakh/11.md
