---
title: "მუხლი 11. მეორე ზონის საზღვრები — კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32476-kurortebisa-da-sakurorto-adgilebis-sanitariuli-datsvis-zonebis-shesakh/11"
law: "კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 32476"
adopted: "1998-03-20"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. მეორე ზონის საზღვრები — კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32476-kurortebisa-da-sakurorto-adgilebis-sanitariuli-datsvis-zonebis-shesakh/11

1. მეორე ზონის საზღვრები დგინდება:
ა) მინერალური წყლების საბადოებისათვის – ტერიტორიის გეოსტრუქტურულ და ჰიდროგეოლოგიურ თავისებურებათა გათვალისწინებით;
ბ) სამკურნალო ტალახის საბადოებისათვის – ზედაპირული წყლების უახლოეს წყალგამყოფ ხაზზე;
გ) სხვა ბუნებრივი სამკურნალო რესურსებისათვის – გეოსტრუქტურულ და გეომორფოლოგიურ თავისებურებ
ათა გათვალისწინებით.

2. საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოსთან შეთანხმებით, მეორე ზონის საზღვრები შეიძლება დადგინდეს ჰიდროდინამიკური და სხვა ფაქტორებით, მაგრამ არაუმეტეს 500 მეტრისა პირველი ზონის საზღვრებიდან.
საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5293 - ვებგვერდი, 08.12.2011წ.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6987 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32476-kurortebisa-da-sakurorto-adgilebis-sanitariuli-datsvis-zonebis-shesakh/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32476-kurortebisa-da-sakurorto-adgilebis-sanitariuli-datsvis-zonebis-shesakh/12.md
