---
title: "მუხლი 9. მესამე ზონა — კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32476-kurortebisa-da-sakurorto-adgilebis-sanitariuli-datsvis-zonebis-shesakh/9"
law: "კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 32476"
adopted: "1998-03-20"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. მესამე ზონა — კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32476-kurortebisa-da-sakurorto-adgilebis-sanitariuli-datsvis-zonebis-shesakh/9

1. სამეთვალყურეო ზონა მოიცავს ჰიდრომინერალური რესურსებისა და კლიმატის ფორმირებისა და გავრცელების არეალს, კურორტის შემომსაზღვრელ ტყის მასივებს, აგრეთვე ტერიტორიებს, რომელთა გამოყენებამ სანიტარიული ზონისათვის დადგენილი წესების დაუცველად შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს მინერალური წყლებისა და სამკურნალო ტალახის საბადოების ჰიდროგეოლოგიურ რეჟიმზე და კურორტის სანიტარიულ და ლანდშაფტურ-კლიმატურ პირობებზე.

2. ამ ზონის ტერიტორიაზე დაშვებულია ყველა იმ სამუშაოს შესრულება, რომელიც უარყოფითად არ იმოქმედებს ბუნებრივ სამკურნალო რესურსებზე და ტერიტორიის სანიტარიულ მდგომარეობაზე.
თავი III. სანიტარიული დაცვის ზონების საზღვრები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32476-kurortebisa-da-sakurorto-adgilebis-sanitariuli-datsvis-zonebis-shesakh/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32476-kurortebisa-da-sakurorto-adgilebis-sanitariuli-datsvis-zonebis-shesakh/10.md
