---
title: "მუხლი 11. არქიტექტურული საქმიანობის გარანტიები — არქიტექტურული საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32506-arkitekturuli-sakmianobis-shesakheb/11"
law: "არქიტექტურული საქმიანობის შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 32506"
adopted: "1998-04-14"
consolidated_as_of: "2026-06-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. არქიტექტურული საქმიანობის გარანტიები — არქიტექტურული საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: არქიტექტურული საქმიანობის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2026-06-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32506-arkitekturuli-sakmianobis-shesakheb/11

1. სახელმწიფო ხელს უწყობს არქიტექტორის შემოქმედებითი თავისუფლების, არქიტექტურული მეცნიერებისა და განათლების განვითარების უზრუნველყოფას.

2. არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის შესაბამისი სახელმწიფო ორგანო, მუნიციპალიტეტის ორგანოები, აგრეთვე არქიტექტორთა პროფესიული კავშირები მონაწილეობენ არქიტექტორთა უფლებების დაცვაში და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ არქიტექტორთა შემოქმედებით თავისუფლებას. საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1962 - ვებგვერდი, 19.02.2014წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6986-რს – ვებგვერდი, 28.07.2020წ. თავი V. საავტორო უფლება არქიტექტურულ ნაწარმოებზე

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32506-arkitekturuli-sakmianobis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32506-arkitekturuli-sakmianobis-shesakheb/12.md
