---
title: "მუხლი 12. არქიტექტურულ ნაწარმოებზე საავტორო უფლების ობიექტი — არქიტექტურული საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32506-arkitekturuli-sakmianobis-shesakheb/12"
law: "არქიტექტურული საქმიანობის შესახებ"
article: "12"
identifier: "matsne 32506"
adopted: "1998-04-14"
consolidated_as_of: "2026-06-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. არქიტექტურულ ნაწარმოებზე საავტორო უფლების ობიექტი — არქიტექტურული საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: არქიტექტურული საქმიანობის შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2026-06-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32506-arkitekturuli-sakmianobis-shesakheb/12

1. არქიტექტურული ნაწარმოების, როგორც საავტორო უფლების ობიექტის, შექმნისას და გამოყენებისას წარმოშობილი ურთიერთობები წესრიგდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით.

2. არქიტექტურულ ნაწარმოებზე საავტორო უფლების ობიექტს წარმოადგენს არქიტექტურული პროექტი და არქიტექტურული ობიექტი.

3. პირები, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას არქიტექტურული ნაწარმოების ავტორს უწევენ ტექნიკურ-ორგანიზაციულ დახმარებას, ხელმძღვანელობენ დაპროექტებისა და მშენებლობის პროცესს ან აკონტროლებენ საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების შესრულებას, არ შეიძლება ჩაითვალონ ავტორებად.

4. დამკვეთი ვალდებულია ავტორის მოთხოვნის საფუძველზე, საავტორო უფლების უზრუნველსაყოფად არქიტექტორთან გააფორმოს ხელშეკრულება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32506-arkitekturuli-sakmianobis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32506-arkitekturuli-sakmianobis-shesakheb/13.md
