---
title: "მუხლი 16. არქიტექტურულ ობიექტში ცვლილებების შეტანა — არქიტექტურული საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32506-arkitekturuli-sakmianobis-shesakheb/16"
law: "არქიტექტურული საქმიანობის შესახებ"
article: "16"
identifier: "matsne 32506"
adopted: "1998-04-14"
consolidated_as_of: "2026-06-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. არქიტექტურულ ობიექტში ცვლილებების შეტანა — არქიტექტურული საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: არქიტექტურული საქმიანობის შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2026-06-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32506-arkitekturuli-sakmianobis-shesakheb/16

1. არქიტექტურული ობიექტის მესაკუთრე, რომელსაც განზრახული აქვს ობიექტის სტრუქტურულ-ფუნქციური წყობისა და იერსახის შეცვლა, ვალდებულია მიიღოს არქიტექტურული პროექტის ავტორის ნებართვა ან მიიწვიოს იგი არქიტექტურულ ობიექტში ცვლილებების შეტანის მიზნით საპროექტო სამუშაოს შესასრულებლად.

2. თუ არქიტექტურული ობიექტის ავტორი არ არის თანახმა აუცილებლობით განპირობებული ან დასაბუთებული ცვლილებების შეტანაზე, ობიექტის მესაკუთრეს (მფლობელს) უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს. თავი VII. არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და არქიტექტორთა პროფესიული კავშირების კომპეტენცია საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6986-რს – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32506-arkitekturuli-sakmianobis-shesakheb/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32506-arkitekturuli-sakmianobis-shesakheb/17.md
