---
title: "მუხლი 2. გამოყენებული ტერმინები — არქიტექტურული საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32506-arkitekturuli-sakmianobis-shesakheb/2"
law: "არქიტექტურული საქმიანობის შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 32506"
adopted: "1998-04-14"
consolidated_as_of: "2026-06-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. გამოყენებული ტერმინები — არქიტექტურული საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: არქიტექტურული საქმიანობის შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2026-06-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32506-arkitekturuli-sakmianobis-shesakheb/2

გამოყენებული ტერმინები: ა) არქიტექტორი _ შესაბამისი განათლების ცენზის მქონე პირი, რომელიც თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობით ქმნის საარსებო გარემოს გარკვეულ სივრცეში, ფორმასა და ისტორიულ კონტექსტში, პასუხს აგებს ამ გარემოს ასპექტების არქიტექტურის ენით გამოსახვაზე; ბ) არქიტექტურული საქმიანობა _ არქიტექტორის შემოქმედებითი მოღვაწეობა, რომლის ამოცანაა ქალაქთმშენებლობითი ობიექტის, გარემოს ფორმირების, შენობის, ნაგებობის, ინტერიერის პროექტის შედგენა, მასში სივრცობრივ-გეგმარებითი, მხატვრული და ფუნქციური საკითხების გადაწყვეტა, საინჟინრო-ტექნიკური, ტექნოლოგიური და სხვა ნაწილების დამუშავების ხელმძღვანელობა, დაპროექტების პროცესის ერთიანი ციკლის ორგანიზება, საავტორო ზედამხედველობის განხორციელება და მშენებლობის გაძღოლა; გ) არქიტექტურული ნაწარმოები _ არქიტექტურული პროექტის და არქიტექტურული ობიექტის სახით არსებული არქიტექტურული საქმიანობის შედეგი, რომელიც წარმოადგენს საავტორო უფლებათა ობიექტს; დ) არქიტექტურული პროექტი − არქიტექტურული შემოქმედებისა და პროფესიული საქმიანობის შედეგად შექმნილი არქიტექტურული კონცეფციის ამსახველი ძირითადი დოკუმენტი, რომელიც საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს; ე) (ამოღებულია - 20.07.2018, №3215); ვ) არქიტექტურული ობიექტი _ არქიტექტურული პროექტის საფუძველზე განხორციელებული ქალაქთმშენებლობითი კომპლექსი, შენობა, ნაგებობა, ინტერიერი, ლანდშაფტური გარემო (საბაღე-საპარკო ან სხვა ტერიტორია) ან ისტორიული განაშენიანება და შენობა-ნაგებობა, რომელსაც ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის ორგანოს მოთხოვნათა შესაბამისად ჩაუტარდა რეკონსტრუქცია-რეგენერაცია; ზ) ნორმატიული და სახელმძღვანელო დოკუმენტების კომპლექსი − სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმები, სამშენებლო ტექნიკური რეგლამენტები, სამშენებლო ნორმები და წესები; თ) (ამოღებულია -20.07.2018, №3215); საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1962 - ვებგვერდი, 19.02.2014წ. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3215 – ვებგვერდი, 13.08.2018წ. თავი II. (ამოღებულია) საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3215 – ვებგვერდი, 13.08.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32506-arkitekturuli-sakmianobis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32506-arkitekturuli-sakmianobis-shesakheb/3.md
