---
title: "მუხლი 8. არქიტექტორის უფლებები — არქიტექტურული საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32506-arkitekturuli-sakmianobis-shesakheb/8"
law: "არქიტექტურული საქმიანობის შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 32506"
adopted: "1998-04-14"
consolidated_as_of: "2026-06-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. არქიტექტორის უფლებები — არქიტექტურული საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: არქიტექტურული საქმიანობის შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2026-06-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32506-arkitekturuli-sakmianobis-shesakheb/8

არქიტექტორს დამკვეთთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე უფლება აქვს: ა) მოითხოვოს და მიიღოს არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის შესაბამისი ორგანოსაგან არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება და სხვა საწყისი დოკუმენტები არქიტექტურული ობიექტის წინასაპროექტო კვლევის, დაპროექტებისა და მშენებლობისათვის; ბ) დაიცვას და შეათანხმოს არქიტექტურული პროექტი არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის და სხვა ორგანოებში განხილვისას; გ) მონაწილეობა მიიღოს დოკუმენტაციის ყველა ნაწილის დამუშავებაში, შეათანხმოს ცვლილებები არქიტექტურულ პროექტში; დ) იყოს დამკვეთის წარმომადგენელი და დაიცვას მისი ინტერესები არქიტექტურული ობიექტის ასაშენებლად ხელშეკრულების დადებისას; ე) დაეხმაროს დამკვეთს ხელშეკრულების დადებაში ან მისი დავალებით მოაწყოს ტენდერი (კონკურსი); ვ) განახორციელოს საავტორო ზედამხედველობა და იყოს დამკვეთის წარმომადგენელი; ზ) შეამოწმოს სამშენებლო მასალებისა და ნაკეთობების ხარისხი, შესრულებულ სამუშაოთა მოცულობა და განახორციელოს საფინანსო კონტროლი; თ) მიიღოს მონაწილეობა ან იყოს დამკვეთის წარმომადგენელი არქიტექტურული ობიექტის საექსპლუატაციოდ მიღებისას; ი) ჩაატაროს პროექტების ექსპერტიზა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32506-arkitekturuli-sakmianobis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32506-arkitekturuli-sakmianobis-shesakheb/9.md
