---
title: "მუხლი 9. არქიტექტორის მოვალეობები — არქიტექტურული საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32506-arkitekturuli-sakmianobis-shesakheb/9"
law: "არქიტექტურული საქმიანობის შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 32506"
adopted: "1998-04-14"
consolidated_as_of: "2026-06-09"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. არქიტექტორის მოვალეობები — არქიტექტურული საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-09. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: არქიტექტურული საქმიანობის შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2026-06-09), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32506-arkitekturuli-sakmianobis-shesakheb/9

1. არქიტექტორი არქიტექტურული საქმიანობის განხორციელებისას ვალდებულია დაიცვას: ა) საქართველოს კანონმდებლობა არქიტექტურული საქმიანობის სფეროში; ბ) დაპროექტებისა და მშენებლობის სტანდარტები, ნორმატიული და სახელმძღვანელო დოკუმენტების კომპლექსის მოთხოვნები; გ) არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების მოთხოვნები; დ) დამკვეთის საპროექტო დავალების პირობები.

2. არქიტექტორს უფლება არა აქვს: ა) დამკვეთის თანხმობის გარეშე გასცეს კონფიდენციალური ინფორმაცია არქიტექტურული პროექტის რეალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა; ბ) ხელშეკრულების დადებისას და არქიტექტურული ობიექტის საექსპლუატაციოდ მიღებისას იყოს დამკვეთის წარმომადგენელი, აწარმოოს ზედამხედველობა მშენებლობაზე, თუ პირადად არის დაინტერესებული მენარდე ორგანიზაციის მოგებით, აგრეთვე მონაწილეობა მიიღოს ტენდერში (კონკურსში) არქიტექტურული გადაწყვეტის თაობაზე და იმავდროულად იყოს ამ კონკურსის ჟიურის წევრი.

3. ამ კანონის მე-8 და მე-9 მუხლებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები ვრცელდება იმ იურიდიულ პირებზედაც, რომლებიც ახორციელებენ არქიტექტურულ საქმიანობას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32506-arkitekturuli-sakmianobis-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32506-arkitekturuli-sakmianobis-shesakheb/10.md
