---
title: "მუხლი 15¹. სამოქალაქო საავიაციო უსაფრთხოების მიზნებისთვის განკუთვნილი გეოდეზიური სამუშაოები — გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32512-geodeziuri-da-kartograpiuli-sakmianobis-shesakheb/15-1"
law: "გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ"
article: "15^1"
identifier: "matsne 32512"
adopted: "1998-04-28"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15¹. სამოქალაქო საავიაციო უსაფრთხოების მიზნებისთვის განკუთვნილი გეოდეზიური სამუშაოები — გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ, მუხლი 15¹ (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32512-geodeziuri-da-kartograpiuli-sakmianobis-shesakheb/15-1

1. სამოქალაქო საავიაციო უსაფრთხოების მიზნებისთვის განკუთვნილი გეოდეზიური სამუშაოა გეოდეზიური მასალებისა და მონაცემების შექმნის პროცესი, რომელიც ხორციელდება ფრენების უსაფრთხოდ შესრულების მიზნით და მოიცავს შემდეგ სამუშაოებს:
ა) სამოქალაქო აეროდრომის/ვერტოდრომის ტერიტორიაზე გეოდეზიური საყრდენი ქსელების შექმნას, რაც გულისხმობს პარამეტრების დადგენას კოორდინატთა/ათვლის გლობალური სისტემის მიმართ კოორდინატთა/ათვლის ადგილობრივი სისტემების მდებარეობისა და ორიენტირების განსაზღვრის მიზნით;
ბ) სამოქალაქო აეროდრომის/ვერტოდრომის, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის და მასთან დაკავშირებული სხვა სამიმოსვლო ბილიკის გეოგრაფიული კოორდინატების განსაზღვრას;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი, სანავიგაციო მომსახურებაში გამოყენებული ტექნიკური საშუალებებით (მანძილმზომი და სხვა) გეოდეზიური კოორდინატების განსაზღვრას;
დ) საავიაციო დაბრკოლების გეოგრაფიული კოორდინატების განსაზღვრას და სხვა.

2. სამოქალაქო საავიაციო უსაფრთხოების მიზნებისთვის განკუთვნილი გეოდეზიური სამუშაოების შესრულების წესს დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3570 – ვებგვერდი, 20.11.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32512-geodeziuri-da-kartograpiuli-sakmianobis-shesakheb/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32512-geodeziuri-da-kartograpiuli-sakmianobis-shesakheb/16.md
