---
title: "მუხლი 15. თავდაცვისა და უშიშროების მიზნით განხორციელებული გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობა — გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32512-geodeziuri-da-kartograpiuli-sakmianobis-shesakheb/15"
law: "გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ"
article: "15"
identifier: "matsne 32512"
adopted: "1998-04-28"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. თავდაცვისა და უშიშროების მიზნით განხორციელებული გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობა — გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32512-geodeziuri-da-kartograpiuli-sakmianobis-shesakheb/15

1. თავდაცვისა და უშიშროების სფეროში გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ საქმიანობას ახორციელებენ შესაბამისი სამინისტროები.

2. თავდაცვისა და უშიშროების სფეროში გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის განხორციელებისას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ურთიერთმოქმედება განისაზღვრება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სფეროში ურთიერთმოქმედების შესახებ“ დებულებით, რომელსაც ამტკიცებენ ამ დაწესებულებათა ხელმძღვანელები.

3. სახელმწიფო სტრუქტურებისა და კერძო სამართლის სუბიექტების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შესრულებული აეროგადაღებითი და სატელიტური სამუშაოების კონტროლს ახორციელებენ საქართველოს თავდაცვის ძალები, რომელთაც უსასყიდლოდ გადაეცემათ გადაღებული მასალების ასლის ერთი ეგზემპლარი.
საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4685 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.127
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3886 - სსმ I №72, 22.12.2010წ., მუხ.431
საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3594 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32512-geodeziuri-da-kartograpiuli-sakmianobis-shesakheb/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32512-geodeziuri-da-kartograpiuli-sakmianobis-shesakheb/15-1.md
