---
title: "მუხლი 17. სახელმწიფო გეოდეზიური პუნქტების დაცვა — გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32512-geodeziuri-da-kartograpiuli-sakmianobis-shesakheb/17"
law: "გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ"
article: "17"
identifier: "matsne 32512"
adopted: "1998-04-28"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. სახელმწიფო გეოდეზიური პუნქტების დაცვა — გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32512-geodeziuri-da-kartograpiuli-sakmianobis-shesakheb/17

1. ასტრონომიულ-გეოდეზიური, გეოდეზიური, სანიველირო და გრავიმეტრიული პუნქტები, ასეთი პუნქტების მიწისზედა ნიშნები და მიწისქვეშა ცენტრები, მათ შორის განლაგებული მნათობ შუქურებზე, სანავიგაციო ნიშნებზე და სხვა საინჟინრო კონსტრუქციებზე, რომლებიც აგებულია სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და მათ სახელმწიფო იცავს.

2. (ამოღებულია)
.

3. მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები, მფლობელები და მოსარგებლენი, რომელთა ნაკვეთებზედაც მდებარეობს გეოდეზიური პუნქტები, ვალდებული არიან გეოდეზიური სამუშაოების მწარმოებელს მისცენ გეოდეზიურ პუნქტებთან ტრანსპორტით ან ფეხით მისვლის საშუალება.

4. გეოდეზიური პუნქტების განლაგების მიზნით მიწის ნაკვეთების გამოყოფა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. გეოდეზიური პუნქტების დაცვის ზონაა ამ პუნქტების ცენტრიდან სამი მეტრი რადიუსის მქონე მიწის ნაკვეთები.

6. გეოდეზიური პუნქტების დაცვის ზონაში აკრძალულია ისეთი სამუშაოების წარმოება, რომლებიც უარყოფითად იმოქმედებს პუნქტების შენარჩუნებაზე.

7. გეოდეზიური პუნქტების დაცვა ხორციელდება „სახელმწიფო გეოდეზიური პუნქტების დაცვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად.
საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4685 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.127
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3886 - სსმ I №72, 22.12.2010წ., მუხ.431
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1278 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32512-geodeziuri-da-kartograpiuli-sakmianobis-shesakheb/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32512-geodeziuri-da-kartograpiuli-sakmianobis-shesakheb/18.md
