---
title: "მუხლი 2. გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სამართლებრივი მოწესრიგება — გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32512-geodeziuri-da-kartograpiuli-sakmianobis-shesakheb/2"
law: "გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 32512"
adopted: "1998-04-28"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სამართლებრივი მოწესრიგება — გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32512-geodeziuri-da-kartograpiuli-sakmianobis-shesakheb/2

1. გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სამართლებრივი მოწესრიგება ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.

2. გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის პროცესში წამოჭრილი და მასთან დაკავშირებული პირადი ქონებრივი და არაქონებრივი ურთიერთობანი წესრიგდება საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით.

3. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილია ამ კანონისაგან განსხვავებული წესები, მაშინ გამოიყენება საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილი წესები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32512-geodeziuri-da-kartograpiuli-sakmianobis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32512-geodeziuri-da-kartograpiuli-sakmianobis-shesakheb/3.md
