---
title: "მუხლი 5. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების კომპეტენცია გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში — გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32512-geodeziuri-da-kartograpiuli-sakmianobis-shesakheb/5"
law: "გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 32512"
adopted: "1998-04-28"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების კომპეტენცია გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში — გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32512-geodeziuri-da-kartograpiuli-sakmianobis-shesakheb/5

1. საქართველოს კონსტიტუციით გეოდეზია და კარტოგრაფია განეკუთვნება მხოლოდ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას.

2. საქართველოს მთავრობის კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;
ბ) ქვეყნის ტერიტორიაზე გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის კოორდინირება ერთიანი ტექნიკური პოლიტიკის გატარების მიზნით;
გ) საქართველოში გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში საერთაშორისო პროგრამებისა და პროექტების კოორდინირება;
დ) კოორდინატებისა და სიმაღლეების, გრავიმეტრიული გაზომვების, აგრეთვე სახელმწიფო ტოპოგრაფიული რუკებისა და გეგმების, მასშტაბების რიგითობის ერთიანი სახელმწიფო სისტემის დადგენა;
ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.

3. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გეოდეზიური და   კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში თავის საქმიანობას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეშვეობით.

4. საქართველოს სხვა სახელმწიფო ორგანოების, ორგანიზაციებისა და  დაწესებულებების კომპეტენცია გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3154 - სსმ I, №32, 22.12.2003 წ., მუხ.238
საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4685 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.127
საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3886 - სსმ I №72, 22.12.2010წ.,მუხ.431

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32512-geodeziuri-da-kartograpiuli-sakmianobis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32512-geodeziuri-da-kartograpiuli-sakmianobis-shesakheb/6.md
