---
title: "მუხლი 21. ბავშვის მოქალაქეობის შენარჩუნება შვილად აყვანის დროს — საქართველოს მოქალაქეობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32596-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/21"
law: "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ"
article: "21"
identifier: "matsne 32596"
adopted: "1993-03-25"
consolidated_as_of: "2014-04-30"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2014-06-11"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21. ბავშვის მოქალაქეობის შენარჩუნება შვილად აყვანის დროს — საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

> Text consolidated as of 2014-04-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2014-06-11.
> Cite as: საქართველოს მოქალაქეობის შესახებ, მუხლი 21 (consolidated as of 2014-04-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32596-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/21

ბავშვი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, უცხოელი მოქალაქეების ან საქართველოს მოქალაქისა და უცხოელი მოქალაქე მეუღლეების მიერ შვილად აყვანის შემთხვევაში ინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას. ასეთ შემთხვევაში მშვილებლების შუამდგომლობით ბავშვს საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის ნება ეძლევა. ბავშვი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, თუ იგი შვილად აიყვანეს მოქალაქეობის არმქონე პირებმა ან საქართველოს მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე მეუღლეებმა, ინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32596-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32596-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/22.md
