---
title: "მუხლი 26. საქართველოს მოქალაქედ მიღების პირობები — საქართველოს მოქალაქეობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32596-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/26"
law: "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ"
article: "26"
identifier: "matsne 32596"
adopted: "1993-03-25"
consolidated_as_of: "2014-04-30"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2014-06-11"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 26. საქართველოს მოქალაქედ მიღების პირობები — საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

> Text consolidated as of 2014-04-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2014-06-11.
> Cite as: საქართველოს მოქალაქეობის შესახებ, მუხლი 26 (consolidated as of 2014-04-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32596-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/26

საქართველოს მოქალაქედ ამ კანონის შესაბამისად მიიღება სრულწლოვანი პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) მუდმივად ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში; ბ) დადგენილ ფარგლებში იცის სახელმწიფო ენა; გ) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები; დ) საქართველოში აქვს სამუშაო ადგილი ან უძრავი ქონება, ან საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, ანდა საქართველოს საწარმოში ფლობს წილს ან აქციებს. საქართველოს 1996 წლის 15 ოქტომბრის კანონი №423, პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21.11.1996წ., გვ.22 საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის ორგანული კანონი №802-სსმI, №40, 29.12.2008წ., მუხ.247

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32596-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/25.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32596-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/26-1.md
