---
title: "მუხლი 27. საქართველოს მოქალაქედ მიღების განსაკუთრებული პირობები — საქართველოს მოქალაქეობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32596-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/27"
law: "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ"
article: "27"
identifier: "matsne 32596"
adopted: "1993-03-25"
consolidated_as_of: "2014-04-30"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2014-06-11"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 27. საქართველოს მოქალაქედ მიღების განსაკუთრებული პირობები — საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

> Text consolidated as of 2014-04-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2014-06-11.
> Cite as: საქართველოს მოქალაქეობის შესახებ, მუხლი 27 (consolidated as of 2014-04-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32596-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/27

1. საქართველოს პრეზიდენტს ცალკეულ შემთხვევებში უფლება აქვს, ამ კანონის 26-ე მუხლის „ა“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობების დაუცველად საქართველოს მოქალაქედ მიიღოს პირი, თუ: ა) მას საქართველოსა და კაცობრიობის წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება თავისი სამეცნიერო, საზოგადოებრივი საქმიანობით, ან აქვს პროფესია და კვალიფიკაცია, რომლითაც დაინტერესებულია საქართველო; ბ) საქართველოს მოქალაქედ მისი მიღება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებები საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას. საქართველოს 1996 წლის 15 ოქტომბრის კანონი №423, პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21.11.1996წ., გვ.22 საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის ორგანული კანონი №1020 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32596-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/26-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32596-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/27-1.md
