---
title: "მუხლი 29¹. საქართველოს მოქალაქის ფიცი — საქართველოს მოქალაქეობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32596-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/29-1"
law: "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ"
article: "29^1"
identifier: "matsne 32596"
adopted: "1993-03-25"
consolidated_as_of: "2014-04-30"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2014-06-11"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 29¹. საქართველოს მოქალაქის ფიცი — საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

> Text consolidated as of 2014-04-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2014-06-11.
> Cite as: საქართველოს მოქალაქეობის შესახებ, მუხლი 29¹ (consolidated as of 2014-04-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32596-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/29-1

პირი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვა ნატურალიზაციით ან საქართველოს მოქალაქეობის აღდგენით, ქართულ ენაზე დებს საქართველოსადმი ერთგულების ფიცს: „ მე (გვარი, სახელი), ვხდები რა საქართველოს მოქალაქე, ვფიცავ ერთგულად ვემსახურო საქართველოს, დავიცვა მისი კონსტიტუცია და ყველა კანონი, საქართველოს დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა. საქართველოს სახელმწიფო ენად ვაღიარებ ქართულ ენას. ვალდებულებას ვიღებ პატივი ვცე საქართველოს კულტურასა და ეროვნულ ტრადიციებს “ და ხელმოწერით ადასტურებს მას. საქართველოს 1996 წლის 15 ოქტომბრის კანონი №423, პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21.11.1996წ., გვ.22 თავი III. საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32596-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/29.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32596-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/30.md
