---
title: "მუხლი 29. საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა — საქართველოს მოქალაქეობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32596-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/29"
law: "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ"
article: "29"
identifier: "matsne 32596"
adopted: "1993-03-25"
consolidated_as_of: "2014-04-30"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2014-06-11"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 29. საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა — საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

> Text consolidated as of 2014-04-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2014-06-11.
> Cite as: საქართველოს მოქალაქეობის შესახებ, მუხლი 29 (consolidated as of 2014-04-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32596-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/29

1. საქართველოს მოქალაქეობა ამ კანონის შესაბამისად შეიძლება აღუდგეს პირს, რომელიც განცხადების შეტანის მომენტისთვის არ არის უცხო ქვეყნის მოქალაქე და რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა: ა) არამართლზომიერად; ბ) მოქალაქეობიდან გასვლის შედეგად; გ) მშობლების არჩევანის შედეგად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს საქართველოს მოქალაქეობა აღუდგება, თუ იგი განცხადების შეტანის მომენტისთვის მუდმივად ცხოვრობს საქართველოში და აკმაყოფილებს ამ კანონის 26-ე მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა და 26 1 მუხლის მოთხოვნებს.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს, რომელიც განცხადების შეტანის მომენტისთვის მუდმივად არ ცხოვრობს საქართველოში, საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება აღუდგეს, თუ მას საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან. საქართველოს 1996 წლის 15 ოქტომბრის კანონი №423, პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21.11.1996წ., გვ.22 საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის ორგანული კანონი №1390-სსმI, №21, 03.08.2009წ., მუხ.108

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32596-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/28.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32596-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/29-1.md
