---
title: "მუხლი 31. საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა — საქართველოს მოქალაქეობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32596-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/31"
law: "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ"
article: "31"
identifier: "matsne 32596"
adopted: "1993-03-25"
consolidated_as_of: "2014-04-30"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2014-06-11"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 31. საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა — საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

> Text consolidated as of 2014-04-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2014-06-11.
> Cite as: საქართველოს მოქალაქეობის შესახებ, მუხლი 31 (consolidated as of 2014-04-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32596-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/31

1. საქართველოს მოქალაქეს აქვს საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის უფლება .

2. საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლაზე: ა) სახელმწიფოს წინაშე მოვალეობის შეუსრულებლობისას ან სამხედრო ვალდებულების მოუხდელობისას , გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი კანონით დადგენილი წესით განთავისუფლებულია შესაბამისი მოვალეობისაგან/ვალდებულებისაგან; ბ) თუ იგი ბრალდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ან მის მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი, რომელიც აღსრულებას ექვემდებარება . საქართველოს 1996 წლის 15 ოქტომბრის კანონი №423, პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21.11.1996წ., გვ.22 საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის ორგანული კანონი №802- სსმI, №40, 29.12.2008წ., მუხ.247 საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის ორგანული კანონი №4136-სსმI,№75,27.12.2010წ., მუხ.462 საქართველოს 2012 წლის 25 მაისის ორგანული კანონი №6302 – ვებგვერდი, 08.06.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32596-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/30.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32596-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/32.md
