---
title: "მუხლი 37. საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება — საქართველოს მოქალაქეობის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/32596-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/37"
law: "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ"
article: "37"
identifier: "matsne 32596"
adopted: "1993-03-25"
consolidated_as_of: "2014-04-30"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2014-06-11"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 37. საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება — საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

> Text consolidated as of 2014-04-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2014-06-11.
> Cite as: საქართველოს მოქალაქეობის შესახებ, მუხლი 37 (consolidated as of 2014-04-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/32596-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/37

1. საქართველოს მოქალაქეობის შეძენის, მოქალაქეობის შეწყვეტისა და მოქალაქეობის აღდგენის შესახებ განცხადებისა და წარდგინების დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას, ხოლო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – განკარგულებას.

1¹. საქართველოს მოქალაქეობის მიღებისა და აღდგენის საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებები საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას.

2. საქართველოს მოქალაქეობიდან პირის გასვლის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში შედის : ა ) საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ ამ პირის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებისთანავე ; ბ ) მისი ხელმოწერის დღიდან , თუ წარმოდგენილია უცხო ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი , რომლითაც ცალსახად დასტურდება, რომ პირი საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შემთხვევაში აუცილებლად მიიღებს შესაბამისი ქვეყნის მოქალაქეობას . საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის ორგანული კანონი №3354-სსმ I, №41, 21.07.2010წ., მუხ.254 საქართველოს 2010 წლის 1 ოქტომბრის ორგანული კანონი №3658-სსმ I, №53, 11.10.2010წ., მუხ.342 საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის ორგანული კანონი №1020 – ვებგვერდი, 23.09.2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/32596-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/36-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/32596-sakartvelos-mokalakeobis-shesakheb/38.md
